უხვი ნალექების გამო ლარსის გზაზე ქვაცვენის საშიშროება არსებობს, რის გამოც გამშვები პუნქტი დროებით დაკეტილია, 120 მანქანაა გაჩერებული.
სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ტექნოლოგიების სამინისტრო აცხადებს, რომ 29 მარტიდან 18:00 საათიდან სტეფანწმინდა-ლარს გზა მოსალოდნელი ქვაცვენის მიზეზით დაკეტილია ყველა ტიპის ტრანსპორტისათვის. ლარსის რუსეთის მხარეს 49 სამგზავრო და 73 სატვირთო მანქანაა გაჩერებული.