29 მარტს, ახალქალაქის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო სკოლაში მოსწავლეებს, რომლებიც ქართული ენას სწავლობდნენ სერთიფიკატები გადაეცათ.
სახელმწიფო სკოლაში ქართული A, A1 და B1 დონეების მიხედვით ისწავლება. შესაბამისად, სერტიფიკატიც აღნიშნული დონეების მიხედვით გადაეცათ მოსწავლეებს.
ქუთაისის ჟვანიას სახელმწიფო სკოლის დირექტორის მოადგილემ კოტე სერვილაძემ და პროექტის ხელმძღვანელმა მაკა უმიაძემ გადასცეს სერთიფიკატები.
სერთიფიკატები გადაეცათ ასევე ენერგოკომპანია “Energo Pro Georgia”-ს თანამშრომლებს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, საერთო ჯამში 100 ადამიანს. სკოლაში ქართული ენის ცოდნის მსურველების რიცხვი გაიზარდა.