კარატეს საერთაშორისო ტურნირი თბილისში

"კარატე-დო"- ს ტურნირი თბილისში

24-25 მარტს, თბილისში კარატე-დოს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.

ტურნირი საქართველოს კარატე-დოს საერთაშორისო ფედერაციის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის, თბილისის მერიის ხელმძღვანელობით ჩატარდა, სადაც  19 ქვეყნის 850 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ტურნირზე ახალქალაქის რაიონის სპორტის სკოლიდან 8 წარმომადგენელი იყო, მათ შორის, 13 წლის აქსანნა ავეტისიანმა  პირველი და მესამე ადგილი დაიკავა.

გუნდურ ტურნირში განსაკუთრებით კარგი შედეგებით გამოირჩეოდნენ საქართველოს, კატარის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სპორტსმენები. ტურნირზე დაგროვილი ქულების დაანგარიშების შემდეგ გაირკვევა ვინ მიიღებს მონაწილეობას კარატეს საერთაშორისო ოლიმპიადაზე.

Leave a Reply