“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყარაბაღის კონფლიქტი მშვიდობიანად და პოლიტიკურად უნდა მოგვარდეს,” – 28 მარტს განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ, რომელიც ბაქოში იმყოფება.
ალიევთან ერთობლივ განცხადებაში ირანის პრეზიდენტი შეეხო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ კავკასიის პრობლემების კონტექსტში.
“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იემენი და სირიის კონფლიქტები მშვიდობიანად და პოლიტიკურად უნდა მოგვარდეს. ყარაბაღის კონფლიქტიც პოლიტიკური გზით უნდა გადაწყდეს”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ირანსა და აზერბაიჯანს აქვთ მსგავსი მიდგომა კონფლიქტების მოგვარებაში.
როჰანის განცხადებით, ირანს სურს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მოწმე გახდეს.
“მოხარული ვართ, რომ ამ მიმართულებით დიპლომატიური ძალისხმევა არსებობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის ტერიტორიული მთლიანობა და რეგიონის გეოგრაფია უცვლელი დარჩეს. საერთაშორისო პრინციპები უნდა გახდეს კონფლიქტების მოგვარების იარაღები”, – განაცხადა როჰანიმ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021