29 მარტს, დილას მთიანი ყარაბაღის ქალაქ მარტაკერტთან, რომელიც აზერბაიჯანთან საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში მდებარეობს Niva-ს მარკის ავტომანქანა ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადად არიან გარდაცვლილები და დაჭრილები.
მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დავით ბაბაიანმა განაცხადა, რომ აფეთქებული მანქანა ორგანიზაცია “HALO Trust”- ს ემსახურებოდა, რომელიც განაღმვით სამუშაოებს აწარმოებდა ტერიტორიაზე. მისი თქმით, გარდაცვლილია 3, ხოლო დაშავებულია 2 ადამიანი.
ბაბაიანმა ასევე განაცხადა, რომ დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათ გადასარჩენად.
ბრიტანული საქველმოქმედო და ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია “HALO Trust” ყარაბაღის ტერიტორიაზე განაღმვით სამუშაოებს აწარმოებს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021