თუმანიანის სახლის ვიზიტორების შთაბეჭდილების წიგნიდან

1981 წლის 22 ნოემბერს დავათვალიერეთ თუმანიანის სახელობის  ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკამ თავისი მდიდარი წიგნსაცავითა და გაფორმებით ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე. სასიხარულოა, რომ დიდი პოეტის ბინაში, სადაც ბევრი მისი მხატვრული ნაწარმოები შექმნილა- დღესაც წიგნის სამეფოა. ყველაფერი ეს საწინდარია იმისა, რომ ყოველთვის დიდი იქნება ყურადღება და სიყვარული ხალხთა მეგობრობის მქადაგებლის, დიდი პოეტის თუმანიანისა და მისი შემოქმედებისადმი.

მწერალი: ს. ავჩიანი, ინჟინერი: კ. მანველი, ს. დავითაია

 

 

 

Leave a Reply