XI საუკუნის ახალქალაქის ციხე ყოველწლიურად იშლება და დღემდე არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, მისი შენარჩუნებისა და რეკონსტრუქციისთვის.
ახალქალაქის ციხე ქალაქის მთავარი ტურისტული ადგილია, მაგრამ ამჟამად იგი უპატრონოდ არის მიტოვებული. მე-11 საუკუნეში აშენებული კულტურული ძეგლი საყოფაცხოვრებო ნარჩენების და მოუვლელი მდგომარეობის გამო მნახველებს ვერ იზიდავს. ციხე არც ტურისტულ რუკებზე არის დატანილი.
ბოლო წლებში ისტორიული ციხის აღდგენის საჭიროებაზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს დისკუსიები.
“ჯერ კიდევ 5-6 წლის წინ, როდესაც რაბათის აღვადგინეთ, მაშინ მოგვივიდა ციხის აღდგენის იდეაც. ჩვენი აზრით ციხის აღდგენის შემდგომ ის პოპულარული გახდება ტურისტებისთვის. ციხის გარშემო ტერიტორია საკმაოდ ფართოა და განვითარების შანსებიც ბევრია, თუმცა ჩვენ ჯერ-ჯერობით არ ვიცით ვის უნდა მივმართოთ კონკრეტულად ამ იდეის გნსახორციელებლად,” განაცხადა ახალქალაქის საკრებულოს წევრმა ნაირი ირიზიანმა.
ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობას სურს, რომ ციხე აღდგენის შემდეგ კულტურული ღონისძიებების ადგილი გახდეს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ქალაქი ახალქალაქის სახელწოდებით ციხის ადგილას 1064 წლიდან არსებობს.