26 მარტს, სომხეთის იუსტიციის მინისტრმა დავით ჰარუთუნიანმა ახლად დანიშნულ გაეროს მუდმივ კოორდინატორს და განვითარების პროგრამის წარმომადგენელს შომბი შარფს სომხეთში უმასპინძლა.
შეხვედრის დროს დავით ჰარუთუნიანმა და შომბი შარფმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2017-2019 წლების პროგრამა განიხილეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა ელექტრონული სამართლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის და საერთო იდეების განხორციელების საკითხებს.
შეხვედრის დასასრულს, სომხეთის იუსტიციის მინისტრმა და სომხეთში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ზემოაღნიშნულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარებისათვის მზადყოფნა.