სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირლანდიის ახალ ელჩს უმასპინძლა

26 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი სომხეთში ირლანდიის ახლად დანიშნულ ელჩს მაიქლ ფორბსს შეხვდა.

შეხვედრის დროს ედვარდ ნალბანდიანმა და მაიქლ ფორბსმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები, ასევე ერთობლივი ნაბიჯები პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებასა და ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცების თაობაზე.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტთაშორისი კავშირების გააქტიურების მნიშვნელობა, საკანონმდებლო ბაზის გაფართოება და კულტურული გაცვლების ხელშეწყობა.

“მაქსიმალურად შევეცდები, რომ ჩემი წვლილი შევიტანო სომხურ-ირლანდიური ურთიერთობების გასამყარებლად” – , განაცხადა ირლანდიის ელჩმა.

 

Leave a Reply