21 მარტს, მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი ბაკო საჰაკიანი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთს ეწვია და ორგანიზაცია Artsakh Roots Investment-ის ხელმძღვანელობით ეროვნებით სომეხ ბიზნესმენებს შეხვდა.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს მთიან ყარაბაღში სხვადასხვა პროექტების განხორცილების საკითხები. საჰაკიანმა ყარაბაღის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის Artsakh Roots Investment “ვაჩაგან ღვთისმოსავის” მედლით დააჯილდოვა.
ორგანიზაცია Artsakh Roots Investment 2010 წელს მთიანი ყარაბაღის ქაშათაღისა და ახალი შაუმიანის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა. კომპანიის ინვესტორების 80% ლიბანიდანა.