აშშ-ს კონგრსში მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის დახმარების საკითხი განიხილეს

 სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დახმარების საკითხში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მენეჯერს კონგრესმენმა ბრედ შერმანმა სომხეთისათვის ფინანსური დახმარების ინიციატივით მიმართა.

ყველასთვის ნათელია, რომ მთიანი ყარაბაღი და სომხეთი ასევე სამხრეთ საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რაიონი, სადაც სომხები ცხოვრობენ , აზერბაიჯანის და თურქეთის ბლოკადაში იმყოფება და  ჩვენს დახმარებას საჭიროებენ” – , განაცხადა ბრედ შერმანმა.

ამერიკის 37 კონგრესმენი შეთანხმდა, რომ სომხეთისთვის 60 მილიონი ამერიკული დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. კერძოდ, 30 მილიონი დოლარის ეკონომიკური მხარდაჭერა, 10 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება და 20 მილიონ დოლარი სომხეთში მყოფ ლტოლვილებს მოხმარდეს. მიმართვაში ასევე ნახსენებია, ყველგვარი დახმარების შეწყვეტა აზერბაიჯანისთვის, რის სანაცვლოდ შესაძლებელი იქნება 10 მილიონ დოლარის ფარგლებში მხარდაჭერა  მთიან ყარაბაღს აღმოუჩინონ  სადემონსტრაციო ცეცხლის შეწყვეტისათვის სამუშაოების ჩატარებისა და სათანადო მოწყობილობების დამონტაჟების მიზნით.

კონგრესმენმა თედ ფონმა ხაზი გაუსვა აშშ-ის დახმარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში.

Leave a Reply