Latest posts by Aliq Media (see all)
22 მარტს, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანისა და იტალიის ელჩს ჯოვანნი რიჩულის შორის შეხვედრა შედგა.
სომხეთში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯოვანნი რიჩული დიპლომატიურ მისიას ასრულებს.
“ მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი ბოლო დიპლომატიური მისია ისტორიულ სომხეთში შევასრულე და მომავალში აუცილებლად დავბრუნდები უკან” – , განაცხადა იტალიის ელჩმა.
სერჟ სარგსიანის თქმით, ბოლო პერიოდში სომხურ-იტალიური ურთიერთობების განვითარება კულტურის და განსაკუთრებით ბიზნესის სფეროში თვალშისაცემი იყო. მან მადლობა გადაუხადა რიჩულის ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში წვლილის შეტანისთვის.
სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სომხეთი დაინტერესებულია იტალიასთან მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებით და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთში იტალიის ახალი ელჩი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას იმავე შრომისმოყვარეობით განაგრძობს.