ჰენრიკ მხითარიანი სომხეთში 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ჰენრიკ მხითარიანმა სომხეთის 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიიღო. ამის შესახებ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

2017 წლის სომხეთის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალი ფეხბურთის აკადემიაში გაიმართა.

“ვარაზდატ ჰაროიანი მესამე ადგილზეა, ტიგრან ბარსეღიანი მეორე, ხოლო ჰენრიკ მხითარიანი საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს”, – ნათქვამია ვებ-გვერდზე.

Leave a Reply