Latest posts by Aliq Media (see all)
“სახალხო დამცველისთვის მისასალმებელი იყო ფაქტი, რომ ბელა ოსიპოვას კანდიდატურა მათი ინსტიტუტიდან იქნებოდა,” – ამის შესახებ სომხური სათვისტომოს წარმომადგენელმა, ასოციაციის „შენ“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ავაქიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მართალი გითხრათ, არ ვიცი, ომბუდსმენის მიერ ქალბატონი ბელას კანდიდატურის წარდგენა რატომ არ მოხდა“, – განაცხადა ავაქიანმა.
მისი თქმით, იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურის მიმართ ომბუდსმენის აპარატთან არსებულ ეთნიკურ და რელიგიურ საბჭოებში სრული ერთსულოვნება იყო.