“საბოლოოდ თუ გადაწყვეტ, რომ ჩემი კანდიდატურა დასახელდება, ამაში ხელს ვერავინ შემიშლის”, – სერჟ სარგსიანმა პასუხი გასცა შეკითხვას, წარადგენს თუ არა მის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
“პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ დროა ზედმეტი ლაპარაკის პრიმიტიული ტაქტიკა შევცვალოთ და დროა მოვუსმინოთ პოლიტიკურ სიტყვას, რომ ვიმსჯელოთ მასზე. პოლიტიკური აზრი პრიმიტიული არ უნდა იყოს. როდესაც პოლიტიკოსის განცხადება შეიცავს პოლიტიკურ კონტექსტს და საუბრობს ამბიციებსა და იდეებზე, მაშინ ეს სიტყვები სხვა განზომილებაშია. განვითარების დიფერენცირება არ არის რთული. რაც შეეხება ამბიციებს დღესაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეტენზიები არა მაქვს. მაგრამ მე არასდროს თავი არ მიმაჩნდა ადამიანად, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯიუტი აზროვნება. არ შემიძლია დავივიწყო რეალობა და მიმაჩნია, რომ მე მაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მომავლის წინაშე”, – აღნიშნა სარგსიანმა.
“საიდუმლო არ არის, რომ რამდენიმე თვეა, “რესპუბლიკური პარტიის” და კოალიცია “სომხეთის რევოლუციური ფედერაციის” სუბიექტს, რომელსაც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მთავრობის მიერ პარლამენტის არჩევნების შედეგად შეძენილი უფლებამოსილება, რამდენიმე თვეა განიხილება. თუმცა გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია პარტიულ ინსტიტუციურ პლატფორმებს. ბევრმა კოლეგამ უკვე მითხრა”, – განაცხადა სარგსიანმა.
“არ ვიცი, ეს დისკუსიები როდის დასრულდება. მაგრამ თუ საბოლოო ჯამში ჩვენ გადაწყვეტთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ჩემგან მხარდაჭერა ექნებათ, კონსტიტუციური უფლებამოსილების სრული განხორციელების პარალელურად, მეტი დრო გავატარებ ახალგაზრდა პოლიტიკურ ლიდერებთნ ჩვენი ქვეყნის გამოცდილების გასაზიარებლად”, – დასძინა მან.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021