ეროვნებით სომეხი ქალის მიღწევები კინობიზნესში

karina agajanova

ეროვნებით სომეხი ქალი კინობიზნესის სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალბატონების სიაში შევიდა.

საერთაშორისო გამოცემამ “celluloid junkie”-მ მსოფლიო კინემატოგრაფიაში ყველაზე გავლენიანი ქალბატონების სია გამოაქვეყნა. გამომცემლობის “ტოპ 50-ში” რუსული კინობიზნესის წარმომადგენელი, კინოთეატრ “სინემა სთარ”-ის დირექტორი, ეროვნებით სომეხი კარინა აღაჯანოვაც შევიდა, რომელმაც 39-ე ადგილი დაიკავა. აღაჯანოვა უკვე 5 წელია  “სინემა სთარ”-ის ხელმძღვანელია და 3 წლის განმავლობაში  ყველაზე გავლენიანი ქალბატონების სიაშია.

“Celluloid Junkie”  2015 წლიდან არსებობს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქციოს კინობიზნესის სფეროში მოღვაწე ქალები.

კომპანია “ტაშირ გრუპ”-მა  “სინემა სთარი”2005 წელს დააარსა. დღეს კომპანიას რუსეთის 16 ქალაქსა და სომხეთში  აქვს ქსელები, რომელიც 26 კინოთეატრს მოიცავს. კომპანიის ხელმძღვანელია “ტაშირ გრუპის” პრეზიდენტის სამველ კარაპეტიანის ქალიშვილი ტათევიკ კარაპეტიანი.

Leave a Reply