19 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა სომხეთში იტალიის ელჩს ჯოვანი რიჩულლის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით უმასპინძლა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ნალბანდიანმა მადლობა გადაუხადა ელჩს მუშაობისათვის და აღნიშნა, რომ მისი მოღვაწეობის წლები სომხურ-იტალიური ურთიერთობების განვითარების ეტაპი იყო.
მინისტრმა ნალბანდიანმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგი და ორმხრივი ვიზიტები გააქტიურდა, შეიქმნა სომხეთ-იტალიის მთავრობათაშორისი კომისია, გაძლიერდა ეკონომიკური თანამშრომლობა, გაიზარდა კულტურული გაცვლები და გაფართოვდა იურიდიული თანამშრომლობა.
იტალიის ელჩმა მადლობა გადაუხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაწეული დახმარების გამო და გამოხატა რწმენა, რომ სომხეთსა და იტალიას შორის ორმხრივი თანამშრომლობა ორ მეგობარი ხალხების ინტერესებში კიდევ უფრო განვითარდება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021