საქართველოში სომხეთის ელჩის შეხვედრა ჯავახეთის სომხებთან

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოინი, რომელიც სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ჯავახეთში იმყოფება, ახალციხეში ჯავახეთის სომხებს შეხვდა. შეხვედრის დროს მოსახლეობამ საკუთარ პრობლემებზე ისაუბრა. ადგილობრივებმა ხაზი გაუსვეს ჯავახეთსა და სომხეთის ლორის და შირაკის რაიონებს შორის თანამშრომლობის საკითხებს.

სადაოანის განცხადებით, ნინოწმინდა-ბავრას ავტომაგისტრალის რეაბილიტაციის საკითხი, ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია. სადოიანი მომავალში საქართველოს ტურისტულ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან აპირებს შეხვედრას.

“მე ვამაყობ იმით, რომ საქართველო წარმოვადგინე, რომელსაც სომხეთიდან 1,7 მილიონი ვიზიტორი ჰყავს” – , განაცხადა სადოიანმა.

ახალციხის მცხოვრებმა აშოტ კავალერიანმა საბაჟო მომსახურების თაობაზე ისაუბრა.

ჯავახეთის მოსახლეობამ ელჩთან შეხვედრის დროს სომხეთის სატელევიზიო არხების საეთერო ხარისხის გაუმჯობესების საჭიროებაზე და საგანმანათლებლო პროგრამების ნაკლებობაზე ისაუბრეს. სადოიანმა უპასუხა, რომ ეს საკითხები მოგვარდება და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ადგილობრივისთვის საელჩოს კარები ყოველთვის ღიაა. სადოიანმა ასევე განაცხადა, რომ ჯავახეთში ყოველთვიურად საკონსულო მომსახურებას გაუწევს ადგილობრივებს.

ელჩი ასევე შეეხო საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების საკითხებს რეგიონში. მან ახალციხეში სომხური “თუმო” ცენტრის ფილიალის გახსნის წინადადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უკვე  მუშაობა მიმდინარეობს.

შეხვედრას ასევე  საელჩოს თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის სომეხი დეპუტატი სამველ მანუკიანი, ისანი- სამგორის საარჩევნო უბნის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ესწრებოდნენ.

Leave a Reply