საქართველოში სომხეთის ელჩი ჯავახეთს ეწვია

საქართველოში სომხეთის სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი ჯავახეთში იმყოფება. უკვე შედგა რუბენ სადოიანის შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ახალციხის მერისა და საკრებულოს წევრებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ადგილობრივი საკითხები, კერძოდ, სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა. გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთის მხარე ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული ნაწილია, მოსახლეობა საზღვარგარეთ გამგზავრებას აგრძელებს. საპასუხოდ, სადოიანმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების პერსპექტივა გათვალისწინებული უნდა იყოს, განსაკუთრებით მეცხოველეობის სფეროში და ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობა უფრო მომგებიანი იქნება.

შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ხორცის ექსპორტის შესაძლო ბაზრები.

სომეხმა დეპუტატმა სამველ მანუკიანმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, რეგიონში ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯავახეთის ტბები და ციხეები ტურიზმის განვითარების სერიოზულ შესაძლებლობებს იძლევიან.

ახალციხის მერის ვლადიმერ ზედგინიძის განცხადებით, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ტურისტული მარშრუტების განვითარების ინტერესი არსებობს. ჯავახეთით ხშირად არიან დაინტერესებული უფრო მეტად რუსი ტურისტები. უფრო მეტიც, თუ ახალციხეში 10 წლის წინ ერთი სასტუმრო იყო, ახლა მათი რაოდენობა 20-ს აღემატება. მერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის სადაზღვევო პროგრამა უკვე 4 წელია ფუნქციონირებს, მაგრამ ცოტა ვინმე იყენებს ამას. ეს ნაწილობრივ ინფორმაციის ნაკლებობასთანაც არის დაკავშირებული. 

“მოხარული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას აქცევს სომხურ-ქართული ძმობის ერთ-ერთ ცენტრს. ჩვენ, ასევე, მოხარული ვარ, რომ სომხეთის მხრიდან რეგიონის განვითარებაში დახმარება აღმოვუჩინოთ”, – განაცხადა ელჩმა სადოიანმა.

სადოიანმა გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა თანამშრომლობის გზით და სომხეთი მზადაა მხარი დაუჭიროს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

ელჩმა ახალციხეში წმინდა გრიგორ ლუსავორიჩის ეკლესია მოინახულა.

ვიზიტის პირველ დღეს, ელჩი ჯავახეთის სომხებს შეხვდება, რომელსაც საკონსულო ვიზიტი მოჰყვება. ელჩი ასევე ეწვევა ახალციხის ახალგაზრდულ – საგანმანათლებლო კულტურის ცენტრს.

სამუშაო ვიზიტის მეორე დღე ახალქალაქში გაიმართება. შეხვედრები დაგეგმილია ქალაქის ხელმძღვანელობასთან და ადგილობრივ სომხებთან.

მუნიციპალიტეტის დარბაზში საკონსულო მიღება გაიმართება, ელჩი ასევე მოინახულებს ჯვრის ეკლესიას, ადგილობრივ კულტურულ-ახალგაზრდულ ცენტრს, საინფორმაციო ცენტრ Jnews-ს, კუმურდოს ახალ სკოლას და სოფელ კარწახში აშუღ ჯივანის სახლ-მუზეუმს.

ასევე, სადოიანი ახალქალაქის მერიაში შეხვედრას 20 მარტს 12:00 საათზე გამართავს.

ელჩის ნინოწმინდაში ვიზიტი 21 მარტს გაიმართება. ნინოწმინდის მერიაში 12:00 საათზე ის ყველა მსურველს შეხვდება.

სამდღიან სამუშაო ვიზიტს სადოიანი ნინოწმინდაში დაასრულებს.

 

Leave a Reply