სომხურ-ქართული მეგობრობის ბავშვთა მე-4 ფესტივალი

“ვაჩიანის” ცეკვის ანსამბლმა სომხურ-ქართული მეგობრობის ბავშვთა მე-4 ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა. ახალქალაქის რაიონის მოცეკვავეთა ანსამბლმა ცეკვის 3 ნმერი წარადგინეს.

17-18 მარტს, სომხეთის ქალაქ ეჩმიაწინში სომხურ-ქართული მე-4 საბავშვო  შემოქმედებითი ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი კულტურის ცენტრ “მინორას” ორგანიზებით გაიმართა. ფესტივალზე ყოველწლიურად საქართველოდან მოცეკვავეთა ანსამბლები იღებს მონაწილეობას.

წელს ფესტივალზე საქრთველოს სახელით ახალქალაქის რაიონიდან ცეკვის ანსამბლმა “ვაჩიანმა” მიიღო მონაწილეობა.

მონაწილეებისთვის ფინანსური მხარდაჭერა  ახალქალაქის მერიამ უზრუნველყო.

“ფესტივალიდან ჩვენი ყმაწვილები საქართველოში კარგი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ შესაძლებლობა გვაქვს სომხეთში ყოველწლიურად კარგად წარვადგინოთ ჩვენი კულტურა,” – განაცხადა ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელმა ნასლეთ ქეიანმა.

Leave a Reply