ერევნის საკრებულოს საბჭოს 19 მარტის სხდომაზე, 2008 წლის პირველ მარტს დაზარალებულთა ხსოვნის პატივსაცემად “სომხეთის რესპუბლიკური პარტიის” ფრაქციის წევრები ფეხზე არ წამოდგნენ.
ფრაქცია”ელქის” საბჭოს წევრმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ 1-ლი მარტის მსხვერპლთა მემორიალის საკითხი დღის წესრიგშია. მან აღნიშნა, რომ დაახლოებით, 10 წლის წინ ერევნის მცნტრშ მშვიდობიანი დემონსტრანტები დაარბიეს და ჩახოცეს, ამიტომ მსხვერპლთა ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით მათ პარივი მიაგეს.
წუთიერი დუმილის დროს, ფეხზე ადგნენ მხოლოდ ფრაქციების “ელქ” და “ერკირ წირანის” წევრები. სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის (RPA) ფრაქციამ მათ არ შეუერთდა, მათ შორის იყო მოქმედი მერი ტარონ მარგარიანიც.
“მე ვწუხვარ, რომ დანარჩენი პატივს არ სცემენ გარდაცვლილების ხსოვნას, ეს ბევრ რამეს ნიშნავს”, – განაცხადა ალენ სიმონიანმა.
1-ელ მარტს, დაახლოებით, 6:30 საათზე, მშვიდობიანი აქცია პოლიციამ და სამხედრო ძალებმა დაარბეს, რომლის დროსაც, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. მოწმეები აცხადებენ, რომ სამთავრობო ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ იარაღი და ყუმბარები გამოიყენეს. მოქმედმა პრეზიდენტმა ქოჩარიანმა 20 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ ყველაფერს თან ერთვოდა მასობრივი დაპატიმრებები და ოპოზიციის წევრების მიმართ ანგარიშსწორება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021