Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი არმენ სარგსიანი ნიუ-იორკში არასამთავრობო ორგანიზაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის (East-West Management Institute) წევრებს შეხვდა. შეხვედრის დროს განიხილეს სომხეთთან ერთობლივივი პროექტების განხორციელების საკითხები.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი 1980 წლს დაარსდა. ამ ეტაპზე ორგანიზაციის ძირითადი ამოცანაა, გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს, რომლებიც აფერხებენ სტაბილურობას სხვადასხვა კონტინენტზე. ინსტიტუტი მუშაობს სხვადასხვა სფეროში, როგორებიცაა პრევენციული დიპლომატია, ეკონომიკური და რეგიონალური უსაფრთხოება და კიბერ უსაფრთხოება.
2008 წლიდან დღემდე არმენ სარგიანი ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ.