20 მარტს, საქართველოში სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი საელჩოს თანამშრომლებთან და კონსულთან ერთად ახალქალაქს ეწვევა. იგი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვიზიტი 19 მარტს ახალციხეში დაიწყება. 15:00 საათზე, ელჩი სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დარბაზის მონახულების მსურველებს შეხვდება.
სადოიანი ახალქალაქის მერიაში შეხვედრას 20 მარტს 12:00 საათზე გამართავს.
ელჩის ნინოწმინდაში ვიზიტი 21 მარტს გაიმართება. ნინოწმინდის მერიაში 12:00 საათზე ის ყველა მსურველს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება საკონსულო შეხვედრაც. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საკონსულოსთან დაკავშირებული შეკითხვები, შესაძლებლობა ექნებათ პასუხები საელჩოს თანამშრომლებისგან მიიღონ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021