მას შემდეგ რაც, სომხეთმა თურქეთთან 2009 წელს შემუშავებული ორი პროტოკოლი გააუქმა, რომლებიც მიზნად ისახავდა ურთიერთობის ნორმალიზებას, თურქეთისგან საპასუხო განცხადება არ გაკეთებულა.
მინისტრთა კაბინეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ ქოჩარიანმა განაცხადა, რომ პროტოკოლების გაუქმების შემდეგ, პრეზიდენტმა დაავალა, რომ თურქეთის მხარე ინფორმირებული ყოფილიყო ამის შესახებ.
“ამავე დროს, მინდა შეგახსენოთ, რომ სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ ის ყოველთვის მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ნორმალური ურთიერთობებისთვის, მაგრამ წინაპირობების გარეშე. ამ თვალსაზრისით ჩვენ თურქეთისგან წინადადებები არ მიგვიღია”, – განაცხადა შავარშ ქოჩარიანმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021