იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ არმენ სარგსიანს სომხეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ამის შესახებ არმენ სარგსიანის პრესსამსახური იუწყება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთს აქვს მნიშვნელოვანი როლი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის კავკასიაში და ქვეყნის მდგრადი განვითარება მნიშვნელოვანია.
“სომხეთი არის იაპონიის საიმედო პარტნიორი და ასრულებს ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე,” ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთ-იაპონიის თანამშრომლობის დიდი პოტენციალის ხაზგასმით, პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდება და გაძლიერდება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021