Latest posts by Aliq Media (see all)
ბოლნისის რაიონის სოფელ კიანეთში, რომელიც ადრე მთლიანად სომხებით იყო დასახლებული, დღეს მოსახლეობის 60%-ს ქართველები შეადგენს. “ეს იმიტომ, რომ 60 პროცენტი ქართველი ქალები არიან, რომლებიც აქ გათხოვდნენ”, – ხუმრობით თქვა ეთერი ბებომ და გაიცინა.
“მეც ქართველი ვარ და აქ გამოვთხოვდი, სომეხი მეუღლე მყავს. ჩვენი ქორწინება მშობლებს სურდათ, ოჯახები მანამდეც იცნობდნენ ერთმანეთს. კარგი ქორწილი გადაიხადეს, კარგად ვიქეიფეთ. მე ძალიან მიყვარს სომეხი ხალხი. ჩემს მეუღლესაც ყველაფერი ეხერხებოდა, როგორ შეიძლებოდა არ შემიყვარდეს ასეთი ადამიანი”.
ეთერი ხმალაძე-სარგსიანი უკვე მრავალი წელია კიანეთში ცხოვრობს. სოფელში ბევრი შერეული ოჯახია. სხვა სომხური სოფლებისაგან განსხვავებით, კიანეთის მოსახლეობა თანაბრად საუბრობს, როგორც სომხურად, ისე ქართულად. ეთერი ბებოს სომხური თავისმა მამამთილმა ასწავლა, თვითონ კი თავის სომეხ რძალს ასწავლა ქართული.
ეთერის სამი ვაჟი ჰყავს. ამათგან, ორმა ერევანში უმაღლესი განათლება მიიღო, მესამე კი ომში დაიღუპა.
“სარგსიანი ლევანი, ნუგზარი და ავთანდილი ჩემი შვილები არიან, ჩემი შვილიშვილები, არტიომი, არკადი და ნინო და მათი შვილები ლევონი, მარი და ავთანდილი”, – ეთერი ბებო საკუთარ სომხურ-ქართული ოჯახის წევრებზე ჰყვება.
ჩვენთან საუბრის ბოლოს ისევ იხსენებს თავისი გათხოვების ამბავს და ამბობს, რომ მათ ოჯახში ეროვნაბას მნიშვნელობა არა აქვს, “ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო,” ამბობს ეთერი.