Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი არმენ სარგსიანი პირველი არაოფიციალური ვიზიტით დიდ ბრითანეთში იმყოფება. სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი 18 მარტს დასრულდება.
სომხეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი მანამდე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დიდ ბრიტანეთში. აღსანიშნავია ისიც, რომ სარგსიანს დიდ ბრიტანეთში ელჩის თანამდედობის დატოვების თაობაზე განცხადება ჯერ არ წარუდგენია.
2018 წლის 2 მარტს არმენ სარგსიანი პარლამენტმა სომხეთის რესპუბლიკის მე-4 პრეზიდენტად აირჩია . სარგსიანის კანდიდატურა სომხეთის მმართველმა “რესპუბლიკურმა პარტიამ” წარადგინა.
2018 წლის 9 აპრილიდან არმენ სარგსიანი ოფიციალურად დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს. ამ ეტაპისთვის მისი მოქალაქეობის საკითხიც მოუგვარებელი რჩება.
არმენ სარგსიანს ჯერ არ წარუდგენია დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ იგი აღარ არის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და 6 წელია მუდმივად ცხოვრობს სომხეთში.