Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს პარლამენტის ეროვნებით სომეხმა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ რუსლან პოღოსიანმა, საქართველოს პარლამენტში სუმგაითში მომხდარ ტრაგილულ მოვლენებზე ისაუბრა.
პოღოსიანმა ამ მოვლენას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სისხლისღვრის პირველი შემთხევევა უწოდა.
“საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდს რიგი ტრაგიკული მოვლენები თან ახლდა. მოხდა ბევრი სისხლიანი ეთნიკური კონფლიქტი, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სუმგაითში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ეს მშვიდობიანი მოსახლეობის პირველი ხოცვა-ჟლეტა იყო. სუმგაითის ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, პირველ რიგში, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობები გართულდა. სამწუხაროდ, დღეს ამ ორ ერს შორის ურთიერთობები მშვიდობისგან შორსაა. ტკივილით მსურს იმ ადამიანების გახსენება, რომლების სიცოცხლეც საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდს შეეწირა და მსურს, რომ სუმგაითის მსგავსი სისხლისღვრა აღარასდროს განმეორდეს” , – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსლან პოღოსიანმა.