Latest posts by Aliq Media (see all)
ძეგლის სტატუსის მქონე სომხურ ეკლესიაში, რომელიც სახელმწიფომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა, საპატრიარქო რეკონსტრუქციას გეგმავს, რომლითაც შენობას არსებული სახე დაეკარგება. მისცემს თუ არა ამის უფლებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, მას შემდეგ გაირკვევა, რაც ეკლესიაში არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდება. ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
სამუშაოები საპატრიარქოს გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელსაც არქეოლოგი მერაბ ძნელაძე ხელმძღვანელობს.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირის #38–ში მდებარე “თანდოიანცის” ეკლესია ამჟამად დაზიანებულია – არ აქვს სახურავი, კედლებს სჭირდება გამაგრება. ეკლესია დაკეტილია, რადგან იქ არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.
არქეოლოგ მერაბ ძნელაძეს თქმით, აღმოაჩინეს საფლავის ქვები, რომელთაგან ორზე ქართული წარწერა იკითხება. ასევე, აღმოჩენილია ძველი ქართული ეკლესიების საძირკვლები, რომლებიც “თანდოიანცის ეკლესიის” აშენებამდე პერიოდში იდგა. ძნელაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ადგილზე ბოლო ქართული ეკლესია 1812–16 წლებში მღვდელმა პეტრე იმნაძემ ააშენა ჯვრის გამოჩინების ეკლესიის სახელზე, რომელიც შემდეგ სომეხთა ეკლესიის წარმომადგენლებმა დაანგრიეს და მის საძირკველზე “თანდოიანცის” ეკლესია ააგეს.
დღემდე რელიგიური გაერთიანებებისთვის, მათ შორის სომეხთა სამოციქულო ეკლესიისთვის ერთ-ერთ მწვავე პრობლემას საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია წარმოადგენს. მათი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაშია, ხოლო ნაწილი საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა. გარდა იმისა, რომ რელიგიური გაერთიანებები ისტორიულ ქონებას ვერ იბრუნებენ, წლების განმავლობაში, სახელმწიფოს დიკსრიმინაციული პოლიტიკისა და გულგრილობის გამო, ისტორიული ქონება და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ხშირად ნადგურდება და ინგრევა.