Latest posts by Aliq Media (see all)
ავტოკომპანიამ “Off road სამცხე-ჯავახეთი” ასპინძის რაიონის სოფელ ტოლოშში საქველმოქმედო აქცია გამართა.
“Off road სამცხე-ჯავახეთის” წევრები საკვები პროდუქტებით, ტანსაცმლით და სხვა საჭირო ნივთებით სოფელ ტოლოშში გაემგზავრნენ. ისინი მაშველი მანუჩარ მელიქიძის სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ, რომელიც 2012 წელს სამაშველო მოვალეობის შესრულების დროს დაზარალდა. ტრავმის შემდეგ მანუჩარი პარალიზებული გახდა და ოჯახი, მისი მეუღლე და ორი შვილი, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ავტოკომპანიის მიერ ოჯახს ასევე გარკვეული თანხა გადაეცა, რომელიც “სიკეთე გადადის” საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შეგროვდა .
” ავტოკომპანია მაქსიმალურად დაეხმარება გაჭირვებულებებს, როგორც და რითაც შეძლებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სიკეთე ყოველთვის გადადის, ყველას მოვუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ” , – განაცხადა “off road სამცხე-ჯავახეთის” წევრმა არსენ კარაპეტიანმა.