Forbes- ის მილიარდელების სიაში პირველად სომეხი ბიზნეს-ქალბატონი აღმოჩნდა

გავლენიანი ჟურნალის Forbes- ის მილიარდერების სიაში პირველად ეროვნებით სომეხი ქალი, ამერიკელი დიზაინერი ქეროლინ რაფაელიანი მოხვდა. იგი კომპანია “ალექ და ანი” დამფუძვნებელია, რომელიც სამაჯურებსა და აქსესუარებს  აწარმოებს.

რაფაელიანის მამამ საიუვილერო კომპანია 1966 წელს დაარსა, სადაც ქეროლინი და მისი და ცუდი საქციელის გამო, როგორც სასჯელი, ამ კომპანიაში მუშაობდნენ. რაფაელიანი მამას საიუვილერო ნივთების დიზაინის შექმნაში ეხმარებოდა. 1994 წელს მან საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. 2002 წელს ქერლინი და მისი და რებეკა მამის საიუვილერო კომპანია “სინერამას” თანადამაფუძნებლები გახდნენ.

2004 წელს რაფაელიანების მამამ ქალიშვილების პატივსაცემად დაარსა კომპანია”ალექ და ანი”.

რაფაელიანი როდ-აილენდის შტატში ქალაქ ნიუპორტში მდებარე 60 ოთახიანი “Belcourt of Newport” მუზეუმის მესაკუთრეა.

2015 წელს Forbes-ის გაყიდვების მაჩვენებლებით  რაფაელიანის ქონება $500- მდე გაიზარდა, რისი წყალობითაც, იგი ამერიკულ ჟურნალის ყველაზე წარმატებული ქალების სიაში მოხვდა.

 

Leave a Reply