ამერიკული სადაზვერვო სამსახურის ანგარიშში მოცემულია რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის პროგნოზი, ინფორმაცია უკრაინის შიდა არეულობაზე და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციზე. ამის შესახებ ამერიკის ხმა იუწყება.
კერძოდ, გლობალური გამოწვევების შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ “დაპირისპირებული მთიანი ყარაბაღის დაძაბულობამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შესაძლოა ფართომასშტაბიანი ომი გამოიწვიოს, რომელსაც შეუძლია აიძულოს რუსეთი თავისი რეგიონალურ მოკავშირესმ სომხეთს, მხარი დაუჭიროს”, – ნათქვამია ანგარიშში.
“ორივე მხარის მიერ კომპრომისზე წასვლის ნაკლები სურვილი, გაზრდილი შიდა პოლიტიკური წნევა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების განახლება და სომხეთის მიერ რუსული იარაღის შეძენა არის ის ფაქტორები, რომლებიც 2018 წელს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების რისკზე მიუთითებენ”, – ნათქვამია დოკუმენტში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021