Latest posts by Aliq Media (see all)
” სხვა არაფერი გვინდა, ოღონდ ეს პრობლემა მოგვარდეს” , – აცხადებენ ადგილობრივები.
სასმელი წყალი ღადოლარს სოფელ ბეჟანოდან მიეწოდება, ზაფხულში ბეჟონაში წყალს მინდვრების მოსარწყავად იყენებენ, ხოლო ზამთარში თავისუფლად უშვებენ, რომ მილსადენები არ გაიყინოს. წყლის წნევის კლებასთან ერთად ღადოლარის მაღალ ნაწილში წყალი ვერ აღწევს.
“სოფელს გამგებელი არ ჰყავს, რომ მივმართოთ, თუმცა დეპუტატ სეფან შიპაკციანს მივმართეთ, მან კი გვიპასუხა, რომ ეს პრობლემა გაზაფხულზე მოგვარდება” , – აცხადებს ღადოლარის მცხოვრები გრიგორ ტონაკანიანი.
ადგილობრივი მოსახლეობა წყალს მეზობელი სოფლებიდან ეტლებით ეზიდება.
” ჩვენი ძირითად პრობლემა წყალია, ოღონდ ეს საქმე მოგვარდეს, სხვა არაფერი გვინდა. როდემდე ვიყოთ უწყლოდ. ბეჟანო- ბურნაშეთის პროექტი 1986 წელს შეიქმნა, თუმცა, ჩვენს სოფელს მაღალი გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია, ამიტომ მაღალ ადგილებში წყალი საერთოდ ვერ აღწევს” , – განაცხადა როსტომ სტეფანიანმა.
” 7 მარტს წავალთ სოფელში, რეგიონალური განყოფილების თანმშრომლებთან ერთად და ვნახავთ რატომ არ მიეწოდება სოფელს წყალი” , – 6 მარტს განაცხადა ერთიანი წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა ჟანნა მანუკიანმა.
წყარო: jnews.ge