Latest posts by Aliq Media (see all)
ბორჯომის რაიონის სოფელ ტაბაწყურის 3 მოქალაქე და ახალქალაქის რაიონის სოფელ მოდეგას ერთი მაცხოვრებელი პასპორტების გარეშე დარჩნენ. მათი თქმით, 2017 წლის შემოდგომაზე მათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები პოლიციელების ფორმებით გამოწყობილმა პიროვნებებმა ჩამოართვეს და უკან არ დაუბრუნებიათ.
ვლადიმერ ჰაკობიანი, რომელიც როგორც სომხეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეა, მგზავრობისას ციხისჯვრის სტრატეგიული ობიექტების მილსადენების უსაფრთხოების (არ არის დადასტურებული) თანამშრომლებმა გააჩერეს. მათ ვლადიმერს მართვის მოწმობა მოსთხოვეს. როდესაც ვლადიმერმა უსაფრთხოების თანამშრომლებს საბუთი წარუდგინა, მათ აღმოაჩინეს, რომ იგი სომხეთის მოქალაქეც იყო და ორივე ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი მოითხივეს. ვლადიმერს თან მხოლოდ ქართული პასპორტი ჰქონდა. უსაფრთხოების თანამშრომლებმა, როგორც თავად წარადგინეს თავები, ეს დოკუმენტი გამოართვეს და გააფრთხილეს, რომ 24 საათის განმავლობაში სომხეთის პასპორტიც უნდა წარედგინა.
ვლადიმერის თქმით, საღამოს მასთან სახლში პოლიციელები მივიდნენ და სომხეთის პასპორტი წაიღეს. დოკუმენტის დასაბრუნებლად ვლადიმერი რამდენჯერმე იმყოფებოდა ბორჯომში, დაწერა განცხადებაც, თუმცა მასზე პასუხი დღემდე არ მიუღია.
მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა არსენ ხაჩატრიანიც. ბაკურიანში ზემოთ აღნიშნული განყოფილების თანამშრომლებმა მას პასპორტი ჩამოართვეს, შემდეგ სახლში მიაკითხეს, იმ მოტივით, რომ მისი ორმაგი მოქალაქეობა არალეგალურია და ორივე პასპორტი წაიღეს. არსენს ამის შესახებ არ განუცხადებია.
აღნიშნული პრობლემის გარკვევით დაინტერესდა საქართველოში სომხეთის საელჩო.
ინფორმაციის წყარო – jnews.ge