რუსეთი სომხურ მანქანებს ლარსის საზღვარზე არ ატარებს

არაგაწოტნის რაიონის  ოჰანავანის თემის მცხოვრებლებმა, 6 მარტს, სოფელში მიმავალი გზა გადაკეტეს. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთი სომხურ მანქანებს ლარსის საზღვარზე არ ატარებს, შედეგად სოფლის მოსახლეობა ვერ ახერხებს პროდუქტების ექსპორტს რუსეთში.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, 11 დღეა რაც მათი მანქანები საზღვარზე დგანან და უფლებას არ აძლევენ, რომ  საზღვარი გადაკვეთონ.

” გვეუბნებიან ბანანის ყუთებით რა მოიტანეთო? 6 თვეა რაც ბანანის ყუთებით ვაშლი გადაგვაქვს, ახლა გაახსენდათ,”- აცხადებს სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

” არაგაწოტნის რაიონის გამგებელმა  პრობლემის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს მიაწოდა, ამ უკანასკნელმა  პრობლემის მოგვარება გამგებელს სთხოვა, თუმცა მინისტრებმაც კი აღნიშნეს, რომ ამ პრობლემის მოგვარება მათი კომპეტენციის მიღმაა” , – ამბობს სოფლის სხვა მცხოვრებელი.

” მოვითხოვთ შეგვახვედრონ პასუხისმგებელ პირებს, რომ მოაგვარონ ეს პრობლემა, ჩვენ კი გზებს გავხსნით” , – განაცხადა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ.

საბოლოოდ, სოფლის გამგებელთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, მოსახლეობამ გზა გახსნა. პროტესტის მონაწილეების ნაწილი ამ დროისთვის გამგებელთან აშოტ სიმონიანთან არიან შეხვედრაზე. შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როგორ მოგვარდება პრობლემა სამომავლოდ.

ინფორმაციის წყარო  news.am

 

Leave a Reply