Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის სოფელი კარტიკამის, დაახლოებით, 30 მოსახლე, დღეს, ქალაქის მერიასთან შეიკრიბა. ისინი სოფლის გზების მდგომარეობის მოწესრიგებას მოითხოვდნენ.
სოფელი კარტიკამის მოსახლეობის თქმით, მათ 3 წელია გზების მოპირკეთებას ჰპირდებიან, თუმცა დღემდე არაფერი გაკეთებულა.
კარტიკამის გამგებელი, ახლა დეპუტატი გენადი ელიზბარიანი ამბობს, რომ როდესაც სოფლის გამგებელი იყო ამ პრობლემის მოსაგვარებლად ცენტრალურ ხელისუფლებას წერილობით მიმართა.
“მინდა ეს განცხადებები ხალხს ვაჩვენო, რომ მათ დამიჯერონ. საკითხის შესახებ წელსაც მისაუბრია საკრებულოს სხდომაზე, თუმცა მათ ჩვენს მოსახლეობას უთხრეს, რომ განცხადება წარდგენილი არ ყოფილა”,-ამბობს ელიზბარიანი.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კი განაცხადა, რომ თუ ასფალტს არ დააგებენ, გზები მაინც გაასწორონ.
თავის მხრივ, ახალქალაქის მერმა იური უნანიანმა განაცხადა, რომ კარტიკამის მოსახლეობასთან ერთად განიხილა საკითხი და ისინი შეთანხმდნენ.