2018 წლის 2 მარტს, სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტად დიდ ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩი არმენ სარგსიანი , 90 ხმით 10-ის წინააღმდეგ აირჩია.
სომხეთის ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს არა მოსახლეობა, არამედ პარლამენტი ირჩევს. კანდიდატურის დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტის წევრთა ხმების 3/5-ზე მეტი.
არმენ სარგსიანი ასევე სომხეთის ელჩი იყო ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში. 1996-1997 წლებში კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.
მოქმედ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს უფლებამოსილება 2018 წლის 9 აპრილს ეწურება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021