სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა არწვიკ მინასიანმა სომხეთში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მარტინა ქუიკი მიიღო.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის განყოფილების ხელმძღვანელი ევა სანდქუისთი, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის განვითარების თანამშრომლობის განყოფილების პასუხისმგებელი ილვა ჰამმარსთენი და ერევანში შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მარტინ ფრედრიკსონი.
სომხეთის გარემოს დაცვის სმანისტროს საინფორმაციო სამსახურის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდა სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ერიკ გრიგორიანი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებელი პირები.
სომხეთში შვედეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს მიღებისთვის და გარემოსდაცვით სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ ხარისხობრივ დონეზე გადასვლის მზადყოფნა გამოთქვა.