“ევროვიზია 2018” – ზე სომხეთს სევაკ ხანაღიანი წარადგენს. ის სომხეთის პირველი წარმომადგენელია, რომელიც მთლიანად სომხურენოვან სიმღერას იმღერებს.
ნახევარფინალის გადალახვის შემდეგ, სომხეთის მე-13 დელეგატი სევაკ ხანაღიანი, 10 მონაწილედან აირჩიეს.
გამარჯვებული შეირჩა მაყურებლისა და საერთაშორისო ექსპეტებისგან შემდგარი ჟიურის ხმების თანაბარი (50/50) პროცენტულობით. ჟიურის ხმებით პირველ ადგილზე სევაკ ხანაღიანია, მეორეზე- ჯგუფი “ნემრა”, მესამეზე კი ამალია მარგარიანი გავიდა.
ჟიურიმ თავსი არჩევანი 25 თებერვალს გააკეთა, ხოლო ამას დაემატა მაყურებლის ხმები. შედეგად კი ევროვიზიის წლევანდელ კონკურსზე სომხეთის სახელით სევაკ ხანაღიანი გამოვა.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი