სომხეთის არმავირის რეგიონის ქალაქ მეწამორში სანაგვე ურნაში ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩიანეს.
ამის შესახებ Tert.am-თან საუბარში სომხთის პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა არევიკ ხაჩატრიანმა განაცხადა.
“დიახ, აღნიშნულ ადგილას ვიპოვეთ ახალშობილი ბავშვის ცხედარი”,- აღნიშნა მან.
ხაჩატრიანის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი