მარტუნის მოსახლეობა სარწყავი სისტემის მოლოდინში

ზამთარში სარწყავი სეზონი არ არის, თუმცა სოფელ მარტუნის  მოსახლეობა შეშფოთებულია  სარწყავი სისტემის გაუმართაობით, რომელიც სოფელში არ მოქმედებს და შესაბამისად, კარტოფილის მოსავალიც დაბალია.

ახალქალაქის რაიონის სოფელ მარტუნის მოსახლეობა უყმაყოფილოა, რადგან მათ არ აქვთ საშუალება კარტოფილის მინდვრები მორწყონ. სოფელ მარტუნში მცხოვრები გალსტიან გალუსტის თქმით, უწყლობის გამო კართოფილის ცუდი მოსავალი აქვს. მოსახლეობისთვის გაუგებარია მაშინ, როდესაც სოფელში ახალი არხები შენდება, სოფელს წყალი რატომ არ მიეწოდება. ადგილობრივი ქალბატონის სიტყვებით, სოფელში არსებობს სარწყავი მილები, უბრალოდ გამოყენება შუძლებელია.

“საჭიროა მარტო ტუმბო მოათავსონ და ის იმუშავებს, თუ მოუნდებათ მათ შეუძლიათ სოფელ ალმალიდან წყალი მიიყვანონ სოფლის წყალსაცავში და მთელი სოფელი მომარაგდება სარწყავი წყლით”, – ამბობს იგი.

“იყო მხოლოდ შენობა და წყლის მილები. ჩვენ ტუმბო  შევიძინეთ და მოვათავსეთ. ამ ტუმბოს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე ოჯახისთვის. არ იყო ორგანო, რომელსაც შეუძლია ეს პრობლემა მოაგვაროს. ამჯამად, რაიონში შეიქმნა ახალი ორგანიზაცია “ახალქალაქის სერვის ცენტრი”, რომელიც უზრუნველყოფს სოფელს სარწყავი სისტემით, მათ შორის, სოფელ მარტუნისაც” – ამბობს ვაჰან ბათოიანი.

jnews.ge

Leave a Reply