17 თებერვალს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შორის ყოველწლიური საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი “The Diplomat Cup” გაიმართა.
შეჯიბრს რუსული საინფორმაციო სააგენტო sputnik-ის ესტონური სამსახური პროვოკაციული სათაურით გამოეხმაურა. “ესტონეთში ყოველწლიურ საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირში “Diplomat Cup” პირველად გაიმარჯვა საქართველოს საელჩომ – დიპლომატებმა თასისთვის ბრძოლაის ფინალში დაძაბული პენალტების სერიაში დაამარცხეს სომხეთი”, – წერს სააგენტო “Diplomat Cup” ტურნირის შესახებ, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობდა.
ა და ბ ჯგუფებიდან ფინალში გასული სომხეთისა და საქართველოს გუნდების თამაშს რუსული სააგენტო sputnik-ის ესტონური სამსახური ნამდვილ კავკასიურ დაპირისპირებად ახასიათებს და აღნიშნავს, რომ თამაში ნამდვილად სასტიკი იყო, და როგორც შარშან, წელსაც ჩხუბით დასრულდა.
ქართული გუნდიდან სომეხი ფეხბურთელის წინააღმდეგ უხეშმა მოქცევამ გამოიწვია ორივე გუნდის გულშემატკივრების ჩარევა, რომლებიც სათმაშო მოედანზე შეიჭრნენ. ჩემპიონი საბოოლოდ საქართველო გახდა.
იმავე შინაარსის სტატიები სწრაფად გავრცელდა სომხეთის, საქართველოს და აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებში, რომლებიც ყურადღებას ქართულ და სომხურ დიპლომატიურ გუნდებს შორის ჩხუბზე ამახვილებენ.
ესტონეთში სომხეთის ელჩი, ტიგრან მკრტჩიანი გამოეხმაურა აღნიშნულ სტატიას და თავის ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ ამ თამაშში სომეხ დიპლომატს არც მიუღია მონაწილეობა.
“დღეს Sputnik Estonia-მ გაავრცელა ინფომარცია, რომ ესტონეთში გამართული “Diplomat Cup”-ის ყოველწლიურ საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირის დროს ქართველმა და სომეხმა დიპლომატებმა ლამის იჩხუბეს. იმავე დეზინფორმაციას ავრცელებენ ასევე სომხური, ქართული და ბუნებრიავია აზერბაიჯანული მედია.
ნება მომეცით აღვნიშნო, რომ სომეხ დიპლომატს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა აღნიშნულ თამაშში. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსს მიმზიდველი სახელწოდება “დიპლომატის თასი” ჰქვია, მონაწილე გუნდები ძირითადად შედგებიან სათვისტომოს წარმომადგენელებისგან.
აღნიშნულ თამაშში მონაწილეობა მიიღს ჩვენი საყვარელი სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელიც სხვათა შორის, წინა წლის ჩემპიონია. ხოლო ჩვენი მეგობარი საქართველოს გუნდში იყო მხოლოდ ერთი დიპლომატი. ინციდენტი კი ფეხბურთისთვის დამახასიათებელი შელაპარაკებაა, რომელიც მალევე დასრულდა.
შესაბამისად, ესტონეთში სომეხ და ქართველ დიპლომატებს არანაირი საფეხბურთო შეტაკება არ ჰქონიათ”, წერს სომხეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ესტონეთში ტიგრან მკრტჩიანი.