საუდის არაბეთის ყველაზე მსხვილი ინგლისურენოვანი საინფორმაციო სააგენტო Arab News სომხური სამზარეულოს შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ სომხური ეროვნული კერძები დღითიდღე ხიბლავენ მოქალაქეებს და უფრო გავრცელებული ხდება საუდის არაბეთის რესტორნებში.
“პირველი სომხური რესტორანი “ლუსინ”, რაც მთვარეს ნიშნავს, პირველი სომხური რესტორანი დედაქალქ ერ-რიადში 2009 წელს გაიხსნა, შემდეგი წლების განმავლობაში რესტორანი გაიხსნა ასევე ჯიდდა ელ-ხუბარში, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ სომხური კერძები, რომლებიც საუდელ არაბებს ძალიან უყვართ”,- წერს Arab News.
სომხური სამზარეულოს კერძებზე საუბრისას ისინი ხაზს უსვამე ტოლმას, ხორცისა და თხილეულით შეზავებულ კერძებს, ასევე სომხურ სუჯუხსა და ბასტურმას.
ისინი აღნიშნავენ , რომ სომხური რესტორანი საუდის არაბეთის მოსახლეობას საშუალებას აძლევს ახლოს გაიცნოს სომხური კულტურა.