თრეისი ჯერმანი: აპრილის ომმა აჩვენა, რომ მსგავს წინააღმდეგობის გაწევას აზერბაიჯანი არ ელოდებოდა

“ომის პროგნოზირების საკითხში 2016 წლის აპრილის ომი ინდიკატორია”,- გადაცემა “168 საათთან” საუბარში ამის შესახებ ევროპელმა სამხედრო ანალიტიკოსმა თრეისი ჯერმანმა, აშშ-ის ეროვნული სადაზვერვო ანგარიშის შესახებ საუბრისას განაცხადა. თრეისი ჯერმანმა აღნიშნა, რომ რისკები რომლებიც აღნიშნულია ანგარიშში, როგორც ომის წამახალისებელი ფაქტორები, არსებობს ყარაბაღის კონფლიქტის შეხების ხაზზე.

თუმცა, მის თქმით, ისინი ახალი ფაქტორები არ არის, ომის საფრთხე ყარაბარში ყოველთვის იყო, თუმცა საკითხი ერთია, გაგრძელდება თუ არა იგი? რადგან მხარეების შემაკავებელი ფაქტორებიც არსებობს.

ჯერმანმა აღნიშნა, რომ აპრილის ომმა აჩვენა, რომ მსგავს წინააღმდეგობის გაწევას აზერბაიჯანი არ ელოდებოდა, დროსთან ერთად ეს წინააღმდეგობა უფრო ძლიერდებოდა და ომის ეს გამოცდილება სომხეთის სასარგებლოდ იყო.

“ვფიქრობ ომის საფრთხე არსებობს, რადგან დარტყმას დარტყმა მოაქვს, პროვოკაციას პროვოკაცია, მაგრამ გრძელვადიანი საომარი მოქმედებები ყარაბაღში არ იქნებოდა, ამისი გამოცდილება მხარეებს აქვთ, ერთმანეთის და საკუთარ შესალებლობებს სწოდედ აფასებენ.

დაუსრულებელი კონფლიქტი მხოლოდ შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის მიზნით შესაძლოა გამოიყენონ, შეიძლება პროვოკაციები იყოს, მოკლევადიანი შეტაკებები, მაგრამ მეტი არაფერი, რადგან ომის დარწმუნებულობა არა აქვთ”,-აღნიშნა ჯერმანმა.

Leave a Reply