მარია ზახაროვა: ალიევის განცხადება ხელს არ უწყობს დაძაბულობის განმუხტვას

რუსეთის  ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, ერევნის შესახებ გაკეთებულ განხცხადებაზე.
შეკითხვას, რუსეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, როგორ აფასებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას, ზახაროვამ უპასუხა, “ძალიან კარგად იცით, რომ აზერბაიჯანის ურთიერთობები მეზობელ სომხეთთან უკიდურესად დაძაბულია. აღნიშნული განცხადება თვალსაჩინოდ ხელს არ უწყობს დაძაბულობის განმუხტვას”-აღნიშნა ზახაროვამ.

8 თებერვალს, ალიევმა მმართველი პარტია “ეინ აზერბაიჯანის” ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “ერევანი აზერბაიჯანის ისტორიული მიწაა და ის უკან უნდა დაბრუნდეს”.

Leave a Reply