სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს, ფლორიდის შტატში მომხდარ ტრაგედიაზე, რასაც ათობით მოზარდი და მასწავლებელი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები.
“ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარ ხალხთან ერთად ჩვენ ვლოცულობთ უდანაშაულო მსხვერპლების სულებისთვის და დაჭრილთა გამოჯანმრთელებისთვის”, – აღნიშნულია სარგსიანის სამძიმრის წერილში.
15 თებერვალს, 19 წლის ახალგაზრდა ფლორიდის შტატში, ქალაქ პარკლენდის ერთ-ერთ სკოლაში შევიდა და ცეცხლსასროლი იარაღით 17 მოსწავლე მოკლა. ასევე დაზარალდა ათობით მოზარდი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021