სომხეთის რესპუბლიკური პარტიის მიერ სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი არმენ სარგსიანი უახლოვეს დღეებში მოქმედ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში არმენ სარგსიანმა განაცხადა. ჟურნალისტების შეკითხვას, გადაწყვიტა თუ არა მან სომხეთის პრეზიდენტად თავისი კანდიდატურის წარდგენა და როდის შედგება მოქმედ პრეზიდენტთან მისი მორიგი შეხვედრა, მან უპასუხა რომ “შეხვედრა უახლოვეს დღეებში შედგება.”
“რა თქმა უნდა, თქვენ გესმით რომ ეს შეხვედრა უბრალოდ შეხვედრა არ იქნება, სადაც მე უბრალოდ ვაცნობებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენი ურთიერთობები არა მხოლოდ მეგობრული, არამედ რესპუბლიკის პრეზიდენტისა და ელჩის ურთიერთობებია. ეს იქნება ასევე სამუშაო შეხვედრა”,-აღნიშნა სარგსიანმა.
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები 2 მარტს გაიმართება. პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს.