ერევნის მერი, ტარონ მარგარიანი საქართველოში და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სპეციალურ წარმომადგენელს, მარკ პრიტჩარდს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგანგაშო ელჩი ჯუდით მარგარეტ ფარნუორთი.
ერევნის მერმა ისაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლის ფარგლებში ერევნის მერია მზადყოფნას აცხადებს გააღრმავოს ორმხრივი თანამშრომლობა.
ამ კონტექსტში მერმა, ტარონ მარგარიანმა, ხაზი გაუსვა საქალაქო ტრანსპორტის გაუმჯობესების, საგზაო, სამშენებლო, ნარჩნების მართვის, ასევე სხვა სფეროებში შესაძლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
მარკ პრიტჩარდმა, მერს მადლობა დაგაუხადა თბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ ერევანი შთამბეჭდავი ქალაქია და ინვესტიციების დიდი პოტენციალი აქვს.