რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ძალებმა, არმავირის რეგიონში, მდინარე ახურიანთან საზღვრის უკანონო კვეთისას, თურქეთის მოქალაქე დააკავეს, იუწყება რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ძალების პრესსამსახური.
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა არმავირის საზღვართან უცნობი პირი შენიშნეს, რომელიც სომხეთ-თურქეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სომხეთში თევზჭერას ცდილობდა.
პროცედურების თანახმად, ინციდენტის შესახებ ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურს და პოლიციას შეატყობინეს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021