სომხეთის ბუნების დაცვის სამინისტრომ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა შპს “სომხური ნავთობის და გაზის კომპანიისთვის” ნავთობისა და გაზის მოძიების თაობაზე, სომხეთის ტერიტორიის პირველ და მესამე გეგმიურ ბლოკებში.
სომხეთის ტერიტორიის პირველი და მესამე გეგმიური ბლოკები მოიცავს შირაკის, ლორის, ტავუშის რეგიონებს. ექსპერიმენტული დასკვნის მიხედვით, მოძიების სამუშაოები ჩატარდება 8497 კვადრატულ კილომეტრზე.
განცხადების თანახმად, აღნიშნული ტერიტორიები მოიცავს სპეციალურად დაცული ბუნებრივი ტერიტორიებს “არფას ტბას” და “დილიჯანის” ეროვნულ პარკს. თუმცა დასკვნაში, ამაზე არაფერია აღნიშნული.
“სომხური ნავთობის და გაზის კომპანიის” მფლობელი სამველ კარაპეტიანია.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021